Neqsol Holding-ი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს - კომპანიამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება Neqsol Holding-ის მიერ კანონიერად შეძენილი აქტივის ექსპროპრეაციას წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. სწორედ ეს გარიგება გახდა კომუნიკაციების კომისიისთვის სადავო, რის გამოც 1 ოქტომბერს კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დაინიშნა. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა 2020 წლის ივლისში კომუნიკაციების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
„Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს გადაცემის წამყვანმა კითხვა სწორედ კომუნიკაციების კანონში შეტანილ ცვლილებებზე და იმ პრობლემებზე დაუსვა, რომელიც ამ კანონმა Neqsol Holding-ს შეუქმნა. „ასეთი კანონები რამდენად უწყობს ხელს ინვესტიციების მოზიდვას?“ - ჰკითხა მინისტრს გიორგი ისაკაძემ.
„ამგვარი კანონმდებლობა არაა ჩვენი ნოუ ჰაუ. ეს ეფუძნება, ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას; მათ შორის აშშ-შიც არსებობს გარკვეული სკრინინგის პროგრამები, რადგან როდესაც საუბარია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული უნდა იყოს ინვესტიციები, არა - ჩვენ ასეთი ინფრასტრუქტურის ნაწილი გასხვისებულიც გვაქვს და კერძო ხელშია, უბრალოდ, უნდა ვხედავდეთ თუ როგორ განიკარგება ის და რაც მთავარია, რამდენად დაცულია უსაფრხო მიწოდება და ის პროცედურები და ის წესები, რაც დაწესებულია ჩვენი კანონმდებლობით. ასევე, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განკარგვისას არ დაიკარგება მთავარი სიკეთე და დაცული იქნება მომხმარებელი და კონკურენციის პრინციპები. ეს არის ამოცანა და არა ის, რომ ინვესტიცია შეიზღუდოს. პირიქით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?