მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესაა Public work-ის პრინციპი, რომლის განხორციელებასაც იწყებს საქართველო - ლაშა ხუციშვილი

619b690fa2ebe
ინგა მურუსიძე
22.11.21 16:50
857
„საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა“ - ასე ჰქვია ახალ სამთავრობო ინიციატივას, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა და რომლის თანახმად, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვას აანონსებს. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის გათვლებით, ამ გზით, დაახლოებით, 200,000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე სამუშაო ძალის ნაწილი გახდება. საქმე ის არის, საქართველოში დღეს საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დახმარებას 633,000 მოქალაქე იღებს, რაც მოსახლეობის 17%-ია. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით კი, სოციალურად დაუცველთა შორის 200,000 მაინც შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც დღეს ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებენ. ახალი პროგრამა, რომელსაც პრემიერმა დღეს „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა“ უწოდა, ამ მოქალაქეებს სხვადასხვა სახით დასაქმების შესაძლებლობას ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას მისცემს, რათა მათ სოციალური დახმარება ხელფასებით ჩაანაცვლონ.

„რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის ძირითადი პრინციპები არის წარმოდგენილი, ხოლო დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - თქვა მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუხიშვილმა ინიციატივის შეფასებისას. 

"ეს არის Public work-ის პრინციპი, რომლის განხორციელებასაც იწყებს საქართველო; ამ რეფორმას ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ექნება სოციალური მიმართულებით. არსებული სოციალური პოლიტიკის ეს კონკრეტული მიმართულება არ არის ეფექტიანი და ამ კუთხით ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ეფექტიანობა, რათა იმ პირებმა, რომლებიც იღებენ სოციალურად დაუცველთა კომპენსაციას, გაუჩნდეთ მეტი მატერიალური შესაძლებლობები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ეთანხმება თუ არა პრემიერს გამონათქვამში, რომ მოსახლეობა უმუშევრობას შეეჩვია, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ფრაზა კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ამაზე არაფერს იტყვის.