19.აგვისტო .2019 14:00

ესკალაცია სირიაში - ასადმა ერდოღანის სამხედრო კონვოი დაბომბა

views 508
უკან

ესკალაცია სირიაში -  ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში დიქტატორი ასადის ავიაციამ ორშაბათს დილით, თურქეთის სამხედრო კონვოი დაბომბა. შემთხვევის შედეგად, ორი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა, ორი კი, მძიმედ დაშავდა. ინცინდენტი ქალაქ ჰეშთან ახლოს მოხდა.

კონვოი ქალაქ მორეკში მიემართებოდა, სადაც 2018 წლიდან თურქეთის სადამკვირვებლო განყოფილება მდებარეობს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პუნქტების განხორციელებას ადევნებს თვალს, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპირილიდან, რუსეთი და ასადის რეჟიმი შეთანხმებას აღარ ასრულებენ.

სირიის თავდაცვის სამინისტრომ თურქული სამხედრო გადაადგილება გააკრიტიკა და მომხდარზე პასუხისმგებლობა თურქეთს დააკისრა.

"ანკარას ტერორისტების იარაღით მომარაგება სურდა", - განაცხადეს სირიის თავდაცვის უწყებაში.

მომხდარ ფაქტზე სწრაფი რეაგირება მოახდინა თურქეთმაც. თურქული დრონები რეგიონის საჰაერო სივრცეში უკვე გაემგზავრნენ.