მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ესკიზის“ დამფუძნებელი თბილისსა და გუდაურში სასტუმროების გახსნას გეგმავს

5f4cdc88d7dee
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.20 09:00
1544
სასტუმრო Esquisse boutique Hotel & Wine Saloon Telavi-ს დამფუძნებელი ლევან თორაძე თბილისსა და გუდაურში დიზაინ კონცეპტუალური სასტუმროების გახსნას გეგმავს.

როგორც BM.GE-ის თელავში ახლად გახსნილი სასტუმროს მფლობელმა განუცხადა, პროექტების განხორციელება პანდემიამ შეაფერხა, თუმცა მომავალში სამივე სასტუმროს საერთო კონცეფცია ექნება.

„თბილისის სასტუმრო იქნება, დაახლოებით, 80 ნომრიანი, გუდაური კი - 60 ნომრიანი. სამივე სასტუმრო იქნება საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანებული, ყველა ლოკაციას ექნება თავის სახასიათო ელემენტი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე”, - თქვა ლევან თორაძემ და დასძინა, რომ „ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ყველა ჩვენი პროექტი შეჩერებულია".

თელავში ახალი სასტუმრო "ესკიზი" გაიხსნა