მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი COVID-ვაქცინის პირველ პარტიას 26 დეკემბერს მიიღებს

5fdcb5ebbf3da
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.20 21:25
750
ესპენთი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის პირველ პარტიას 26 დეკემბერს მიიღებს. შესაბამისად ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის სალვადორ ილას განცხადებით, ქვეყანაში იმუნიზაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინა პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს, ეს მხოლოდ დასასრულის დასაწყისია.

ამასთან, CNN წერს, რომ ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას ავტორიზაციას სავარაუდოდ 23 დეკემბერს მისცემს. აღსანიშნავია, რომ ივნისში ევროკავშირმა წევრი ქვეყნებისთვის კორონავირუსის 2 მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა დაარეზერვა.