მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი კოვიდ-ვაქცინის დამატებით დოზებს სხვა ქვეყნებს გაუნაწილებს

6081717e457f7
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.21 16:50
697
ესპანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების სხვა ქვეყნებისთვის განაწილებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ესპანეთის პრემიერ მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი დაახლეობით 7.5 მილიონ ვაქცინის დოზას გამოყოფს სხვა ქვეყნებისთვის რაც დაახლოებით მათი ვაქცინის ჯამური რაოდენობის 5-10%-ია.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სქემა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ესპანეთის მოსახლეობის 50% იქნება აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

გამოცემა წერს, რომ ესპანეთის მოსახლეობის მხოლოდ 7.6%-ია ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებული, ხოლო 21% კოვიდ-ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვთ მიღებული.

ესპანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო 93 მილიონ ვაქცინაზე გააფორმა ხელშეკრულება ევროკავშირთან, საიდანაც ამ ეტაპზე 14,924,175 დოზა მიიღო.