19.მაისი .2020 21:20

ესპანეთი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს

views 367
უკან

ესპანეთი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, ხოსე ლუის აბალოსმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, უცხოელების მიღებას ქვეყანა მას შემდეგ შეძლებს, რაც ესპანეთის შიგნით რეგიონებს შორის მიმოსვლა აღდგება.

„როგორც კი ჩვენ, ესპანელები შევძლებთ სხვა პროვინციაში გამგზავრებას, უცხოელები შეძლებენ ესპანეთში ჩამოსვლას. ვიმედოვნებ, რომ ივნისის ბოლოდან ტურისტულ საქმიანობას დავიწყებთ“, – განაცხადა ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა.

გამოცემის მიხედვით, ესპანეთის ტურიზმის სექტორზე ქვეყნის ეკონომიკის 12% მოდის და როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს, ესპანეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 12.4%-ით შემცირდება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო.

ქვეყანაში ასევე გაზრდილია უმუშევრობის დონე. უმუშევართა შემწეობაზე განაცხადი 5.2 მილიონმა პირმა გააკეთა, რაც რეკორდულად მაღალი რიცხვია.