მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი ვიზიტორებისთვის 14-დღიან კარანტინს აწესებს

5ebac95db1664
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.20 21:00
1631
15 მაისიდან ესპანეთში ჩასულ მგზავრებს 14–დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ასევე ქვეყანაში ჩასული ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, თავისი საკონტაქტო ინფორმაცია წარადგინოს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყოს.

ესპანეთში ჩამსვლელებს შეუძლიათ, ორ-კვირიანი კარანტინი სახლში ან დროებით საცხოვრებელში გაიარონ. კარანტინში მყოფებს გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ, პირბადის ტარება კი, სავალდებულოა.

12 მაისის მდგომარეობით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 268,143 შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 26,744 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 177,846 ინფიცირებული.