13.ივლისი .2020 16:38

ესპანეთიდან საქართველოს მოქალაქეებს Wizz Air-ის ნაცვლად Myway Airlines-ი ჩამოიყვანს

views 1011
უკან

ესპანეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ავიაკომპანია Wizz Air-ის ნაცვლად Myway Airlines-ი განახორციელებს. როგორც avianews.ge წერს, რატომ განხორციელდა Wizz Air-ის Myway Airlines-ით ჩანაცვლება ამ დროისთვის უცნობია. ავიაკომპანიის ცვლილების შესახებ ცნობილი Myway Airlines-ის განცხადებიდან გახდა.

bm.ge-ც ცდილობს დაუკავშირდეს როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლობას საქართველოში და მათ განმარტებებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

"თბილისი-ბარსელონა-თბილისის სარეპატრიაციო რეისს ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებს. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ფრენა 15 ივლისს განხორციელდება.
თბილისი-ბარსელონა – გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00;
ბარსელობა-თბილისი – გამოფრენა 16:00; მოფრენა 22:25;

ავიაბილეთების რეალიზება დღის განმავლობაში დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com;

მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს”, - აღნიშნულია Myway Airlines-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ პოტენციური მგზავრებისთვის გააკეთა.

ცნობისთვის: 6 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში ივლისის სპეცრეისების განრიგი დასახელდა, სადაც გაცხადდა, რომ ბარსელონა-ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისს Wizz Air-ი განახორციელებდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ესპანეთსა და საქართველოს შორის ფრენას Myway Airlines-ი შეასრულებს, თუმცა ამჯერად რეისი თბილისი-ბარსელონა-თბილისი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა