19.აგვისტო .2019 16:38

ესპანეთის პოპულარულ საკურორტო ზონაში ძლიერი ხანძარია - 4000 ადამიანი ევაკუირებულია

views 384
უკან

ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკურორტო ზონაში - გრან კანარიაზე ძლიერი ხანძარია. ტყეში გაჩენილი მასშტაბური ცეცხლის გამო ამ დროის მონაცემებით, ტურისტული კუნძულიდან 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


ესპანური მედიის ცნობით, ხანძარი ტყეში Valleseco-სთან ახლოს გაჩნდა და ამ ეტაზპზე 1500 ჰეკტარზეა გავრცელებული. დაახლოებით, 40 დასახლებული პუნქტი მოსახლებას დაატოვებინეს. არის საშიშროება, რომ ხანძარი სახლებზეც გადავიდეს.

ცეცხლის ლოკალიზებაში 600 მეხანძრე-მაშველია ჩართული; ხანძარს ავიაციაც ებრძვის, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, ძლიერი სიცხის გამო ცეცხლის ჩაქრობა რთულდება.

კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობა, ტურისტებსა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.