მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთმა იტალიიდან პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა გააუქმა

5ec3bac5214fe
BM.GE
19.05.20 22:20
1082
ესპანეთმა იტალიიდან პირდაპირი რეისების განხორციელებაზე აკრძალვა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები 11 მარტს მას შემდეგ შეწყდა, რაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინი გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოგზაურები ვალდებულები იქნებიან, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ესპანეთში ჩასვლის შემდეგ ორკვირიანი კარანტინი გაიარონ.

Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უახლოეს მომავალში ქვეყნის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 27 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს.