19.მარტი .2020 13:08

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

views 3510
უკან

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქონავმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 74 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

ჩიქოვანი ამბობს, რომ საქართველო კონტაქტზეა ოჯახთან და დიპლომატიური სამსახური მათ ყველა საჭირო პროცედურის მოგვარებაში ეხმარება.