მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში ტურიზმი 97.7%-ით შემცირდა

5f2822f3b49a7
ნათია თაქთაქიშვილი
03.08.20 19:00
1538
მიმდინარე წლის ივნისის თვის მონაცემებით, ესპანეთმა 204,926 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც 97.7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ესპანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია ტურისტების მიერ დახარჯული თანხა. თითო ტურისტზე კლებამ 40.8% შეადგინა და ისინი საშუალოდ 755 აშშ დოლარს ხარჯავენ 1-5 დღიან პერიოდში.

გამოცემის მიხედვით, ივნისის თვეში 920,778 ადგილობრივმა და საერთაშორისო ტურისტმა ისარგებლა ღამისთევით, მაშინ როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული რიცხვი 1,820,455 შეადგენდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ტურისტები უმეტესად 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს სტუმრობდნენ და მათ შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები იყო.