მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში უმუშევართა შემწეობაზე გაკეთებულმა განცხადებებმა მაისში იკლო

5ed624da58812
ნათია თაქთაქიშვილი
02.06.20 20:20
948
ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ მაისის თვეში უმუშევართა შემწეობაზე გაკეთებულმა განცხადებებმა მნიშვნევლოვნად იკლო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ამის შესხებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ესპანეთის შრომის სამინისტროს მონაცემებით, მაისის თვეში უმუშევართა შემწეობაზე გაკეთებულმა განცხადებებმა მხოლოდ 26,573 შეადგინა, მაშინ როდესაც აპრილში - 282,891 იყო, ხოლო მარტში - 302,265.

აღსანიშნავია, რომ მოკრძალებული ეკონომიკური გაუმჯობესების ნიშნად, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა სამშენებლო და წარმოების სექტორებში.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში უმუშევრობის ჯამური რაოდენობა 3,857,776 შეადგენს, მაგრამ ამ ჩამონათვალში არ შედიან ის პირები, რომლებიც ამჟამად მთავრობის დახმარების პროგრამით სარგებლობენ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.