08.აგვისტო.2018 18:20
საზოგადოება

ესპანური კომპანია საქართველოში ცხოველების საკვების წარმოებას გეგმავს

ესპანური კომპანია საქართველოში ცხოველების საკვების წარმოებას გეგმავს
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ესპანურ დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი კომპანია Dibag-ის დირექტორი როდრიგო არევალო კუბეროსი ხელმძღვანელობს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ ოფიციაურ შეხედრაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

Dibag-ი მსოფლიოში ცხოველების საკვების წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში წარმოების დაწყების მიზნით ინვესტირებას და „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ესპანურ კომპანია Dibag-მა საქართველოში წარმოების შექმნის სურვილი დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ესპანეთში საქმიანი ვიზიტის დროს გამოთქვა. დავით საგანელიძე გასულ წელს ესპანურ კომპანია Dibag Group-ის აღმასრულებელ პრეზიდენტს კარლოს ტეხედორ ლაზაროს შეხვდა და საქართველოში წარმოების გადმოტანა შესთავაზა. Dibag Group-ის სპეციალისტებმა საქართველოს ბაზარი და საინვესტიციო პოტენციალი ადგილზე შეისწავლეს და საინვესტიციო წინადადებები მოამზადეს.

„საპარტნიორო ფონდში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე Dibag-ის დირექტორმა „საპარტნირო ფონდის“ მენეჯმენტს საქართველოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადებული ცხოველების კომბინირებული საკვების წარმოების ერთობლივი პროექტის კონცეფციისა და მსოფლიო ტენდეციების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. მხარეებმა წარმოების ფინანსური, კომერციული და ტექნიკური დეტალები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

GROUP DIBAQ -ის შესახებ:

Dibag-ი ცხოველების საკვების წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც საკუთარი პოდუქციით ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებს ამარაგებს. კომპანია GROUP DIBAQ 1987 წელს დაარსდა. კმპანია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში 19 საწარმოს ფლობს.

21.აპრილი.2019 23:18
191

შსს - დაშავდა 55 ადამიანი, 23 პოლიციელი საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება, გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიდის

ვრცლად
21.აპრილი.2019 19:36
110

გიორგი გახარია ყველა პოლიციელს და პანკისის ხეობის უხუცესებს მადლობა უხდის

ვრცლად
21.აპრილი.2019 19:00
142

ვიცეპრემიერი პანკისელებთან შეხვედრაზე: ძალიან კარგია, რომ იყო დიალოგის საშუალება ხეობის გონიერ ნაწილთან

ვრცლად
21.აპრილი.2019 17:54
177

გიორგი გახარია: ჩვენ ისეთ შეთანხმებებს მივაღწიეთ, რომლებიც პანკისის ხეობას სარგებელს მოუტანს

ვრცლად
21.აპრილი.2019 17:49
95

გიორგი გახარია: სპეცრაზმი პანკისის ხეობას დატოვებს, პოლიცია დარჩება

ვრცლად
21.აპრილი.2019 17:45
93

მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ვრცლად