18.აპრილი.2016 17:26
ბიზნესი

ესპანური კომპანიები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან

ესპანური კომპანიები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ცნობილი ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია DeRAZA Iberico მოინახულეს და საწარმოო პროცესი დაათვალიერეს. კომპანია ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფონდის დელეგაცია კომპანიის დამფუძნებლებს რეხინო დიაზ დელ რიოსა და ლუის სანზ კასადოს შეხვდა. შეხვედრას ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშითა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კომერციალიზაციის საკითხით არის დაინტერესებული.

ფონდის დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოში აღიარებული გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი კომპანია Relais of Termal Group-ის დამფუძნებელს, ესპანეთის ტურიზმის ხარისხის კონტროლის ინსტიტუტისა და ბალნეოლოგიური ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტს მიგელ მირონესს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამკურნალო ტურიზმის დარგში არსებული გამოცდილება გაუზიარეს. Relais of Termal Group-ი დამფუძნებელი მიგელ მირონესი ფონდის მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას ივნისში გეგმავს.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფონდის დელეგაცია საინვესტიციო ჯგუფ EEI Network -ის პარტნიორს პაბლო ბოტეიას შეხვდა. კომპანია ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კომპანია EEI Network -ის პარტნიორი პაბლო ბატეიასი საქართველოს ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული.

მადრიდში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა კომპანია Nemesis Сapital-ის მმართველ დირექტორებთან, ხოსე სანტოს ვალვერდესა და ანტონიო დურან ლოპესთან. ასევე, Inercia 24-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰუგო სანჩეს მუნოზთან. საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს ფონდის მუშაობის პრინციპები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო. საერთშორისო კომპანიების მთავარი საქმიანობა მსოფლიოს ტურისტული ქვეყნების შესწავლა და სასტუმროების ბიზნესში სტრატეგიული ინვესტორის მოძიებაა. აღნიშნული კომპანიები სხვადასხვა ფონდების კაპიტალს მართავენ და რენტაბელურ ბიზნესებში აბანდებენ. მათი ინტერესის სფერო მცირე და საშუალო ზომის ჰიდროსადგურების მშენებლობა და ტურისტული ინდუსტიის სექტორია.

15.ივნისი.2019 11:20
3282

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1125

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
400

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
499

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
639

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1256

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად