მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანური კომპანიის მიერ კასპში გადმოტანილი აგურის ქარხანა ამოქმედდა

625f0d6099856
ალა ისპირიანი
20.04.22 00:32
2904
ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორენტემ“ აგურის ქარხანა საქართველოში, კერძოდ, კასპში გადმოიტანა, რომელმაც წარმოება უკვე დაიწყო.

როგორც კომპანიის საქართველოს ფილიალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვასილ ბაბლუანი BM.GE-თან აცხადებს, ქარხნის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ლარია.

„ესპანეთში მოქმედი კერამიკული აგურის და ბლოკის ქარხანა დაიშალა და საქართველოში თავისი მენეჯმენტით გადმოვიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა, რადგან არცერთ პერიოდში ქართული თიხის მასალის კვლევა ასე არასოდეს ჩატარებულა. უკვე დავიწყეთ ბაზარზე უმაღლესი ევროპული ხარისხის პროდუქციის გაყიდვა და ქართულ სამშენებლო კომპანიებს შეგვიძლია შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ევროპული დონის სამშენებლო მასალები. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები უკვე დაწყებული გვაქვს, დაახლოებით 2 თვეში მასიურად მოხდება ჩვენი პროექტის გაცნობა“, - განაცხადა ბაბლუანმა.

მისივე განმარტებით, საექსპორტო ბაზრები ჯერჯერობით არ განიხილება, რადგან ქართული ბაზარია ასათვისებელი.

„საწყის ეტაპზე ქართული ბაზარი ასათვისებელია. დიდი რაოდენობით სამშენებლო პროდუქტი სჭირდება ქართულ ბაზარს, თუმცა საექსპორტო ბაზარზეც შეიძლება და გამორიცხული არაფერია“,- განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

ცნობისთვის, ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორენტემ“ ესპანეთიდან ქარხნის საქართველოში გადმოტანა 2018 წელს გადაწყვიტა, თუმცა ქარხნის ამოქმედების გაჭიანურებას ხელს, მათ შორის პანდემიაც უშლიდა.