მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანურმა კომპანია COBRA-მ საქართველოში რამდენიმე პროექტი შეიმუშავა

60338f26bfb5e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.21 15:05
913
აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრნობით წერს, რომ ესპანურმა კომპანია COBRA-მ საქართველოში რამდენიმე პროექტი შეიმუშავა.

„პროექტები სამშენებლო სამუშაოებს, თბილისში წყალსცავების წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების; თბილისის მეტროს ხაზების გაფართოების, თბილისში, ანაკლიასა და ფოთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ბათუმში ელექტრო და მექანიკურ დანადგარების და ანბანის კოშკის ელექტრო და მექანიკურ გამართვას მოიცავს“, - განაცხადეს უწყებაში.

ოფიციალური წყაროს ცნობით, არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოში ბიზნესის წამოწყებით და ქვეყნის ეკონომიკური ზრდით არიან დაინტერესებულები.

„ევროპული მხარიდან დღეისთვის განიხილება საქართველოში ოფიციალური ევროპული სავაჭრო პალატის ამოქმედება. ჩვენ გვაინტერესებს ეს პროექტი“, - აღნიშნავენ სამინისტროში.