მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთი რუს ტურისტებზე ვიზების გაცემას წყვეტს

62f5180b89aba
მარიამ ვარადაშვილი
11.08.22 19:18
1567

ესტონეთის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთში ჩამსვლელი და მისი გავლით ევროპის სხვა ქვეყნებში გადამსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, რაც დაწესებული სანქციების პათოსს არ ასახავს. 

გადაწყვეტილება 18 აგვისტოდან შევა ძალაში, თუმცა გამონაკლისი რუსეთის იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებმაც შენგენის ვიზა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აიღეს. გამონაკლისით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ესტონეთში რეზიდენტის სტატუსი აქვთ, დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები და სხვა პირები.