მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას შეწყვეტს

622a1157284eb
მარიამ ვარადაშვილი
10.03.22 19:40
897

უკრაინაში ინტერვენციის დასრულებამდე ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზის გაცემას შეწყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა მარია ლიიმეტესმა განაცხადა. 

“ესტონეთი წყვეტს ახალი C და D კატეგორიების ვიზის გაცემას რუსეთის მოქალაქეებისთვის. აკრძალვა მანამდე გასტანას სანამ რუსეთი უკრაინაში ომს გააგრძელებს”,-განაცხადა მან.

გამონაკლისი იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთაც ესტონეთში ოჯახი ჰყავთ ან მკურნალობის მიზნით მიემგზავრებიან. CNN წერს, რომ უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ესტონეთში რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი გაიზარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სამსახურების ინფორმაციით, გასულ ორ კვირაში ქვეყანაში რუსეთის 12 ათასზე მეტი მოქალაქე შევიდა.