მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთი რუსულ ნავთობზე საფასო ჭერის განახევრებას ითხოვს

640733a439e11
მარიამ ვარადაშვილი
07.03.23 16:57
752
ესტონეთი რუსულ ნავთობზე 60 დოლარიანი საფასო ჭერის განახევრებას ითხოვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, ევროგაერთიანებამ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მარტშივე უნდა მიიღოს და ამით რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობა შეუზღუდოს.

“საფასო ჭერის განახევრება სწორი მიმართულება იქნება”,-აცხადებს რეინსალუ.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ევროკავშირის სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებების შედეგად, ბარელ რუსულ ნავთობზე ზედა ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა. აღნიშნული სანქცია გულისხმობს, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლაზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გადაიხდიან.

ფასის ლიმიტი პერიოდულად გადაიხედება და ბაზრის დინამიკასთან შესაბამისად შეიცვლება, თუმცა კანონპროექტში გაწერილია, რომ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი საშუალო საბაზრო ფასზე მინიმუმ 5%-ით ნაკლები მაინც უნდა იყოს. ამ დროისთვის რუსული ნავთობი ბაზარზე თითქმის 63 დოლარი ღირს, რაც წლიურად 41%-ით შემცირებული მაჩვენებელია.