მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, EU-მ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა უნდა შეწყვიტოს

62ec1a1728544
თამთა ჯიჯავაძე
04.08.22 23:45
661
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებზე სამოგზაურო ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც Bloomberg-ი წერს, ესტონელი დიპლომატის აზრით, ევროპულმა ბლოკმა უფრო მეტად უნდა მოახდინოს რუსეთის იზოლირება. ამის შესახებ რეინსალუმ უკრაინაში სამდღიანი ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, კრემლის წინააღმდეგ ახალი რაუნდის სანქციების დაწესებაა საჭირო.

„უნდა გავზარდოთ რუსული აგრესიის ფასი დამატებითი სანქციებით, იარაღით და რუსეთის იზოლირების გაზრდით“, - განაცხადა რეინსალუმ.

ცნობისთვის, ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებზე სამოგზაურო, სამუშაო და სასწავლო ვიზების გაცემა შეჩერებულია. მსგავსი გადაწყვეტილებები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ასევე ჩეხეთმაც მიიღო, თუმცა ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ერთიანი სამოგზაურო შეზღუდვები არ დაწესებულა.