მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა

6408bf002ed7d
თელარა გელანტია
08.03.23 21:00
687
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „აგენტების შესახებ კანონის“ გამო საქართველოს ელჩი არჩილ ყარაულაშვილი დაიბარეს.

როგორც ესტონეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია წერია, კანონი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

„კანონი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციებთან. ასევე, ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის 12 საჭირო პრიორიტეტის კონტრპროდუქტიულია“, - წერია განცხადებაში.

ამასთან, ესტონეთის საგარეო უწყებას მიაჩნია, რომ კანონის იმპლემენტაცია გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დადუმებას და საქართველოში ესტონეთის პროექტების განვითარებას გაართულებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის ნამდვილი ინტერესი პასუხისმგებლობით განიხილოს და უკან წაიღოს კანონპროექტი. ასევე მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - წერია განცხადებაში.