მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთის საგარეო უწყება: ოპოზიციურ პარტიაში ძალადობრივ შეჭრას და ვითარების ესკალაციას ვგმობთ

6034d2d9bc6d2
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.21 14:25
680
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი საქართველოში პოლიტიკური ვითარების ესკალაციას გმობს.

"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ დარბევას და პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას საქართველოში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ, რათა ისინი დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ მომავლისთვის ქვეყანამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.