მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთმა მოქალაქეთა საპენსიო შენატანების განხორციელება შეაჩერა - რას აკეთებენ სხვა ქვეყნები?

5e9dd055afb28
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.20 21:38
1870
ესტონეთის მთავრობამ COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ, მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის არაერთი შეღავათი დააწესა, მათ შორის დროებით, შეჩერდა მოქალაქეთა შენატანების განხორციელება საპენსიო ფონდში.

ISET-მა ერთად შეკრიბა ის ეკონომიკური ზომები, რომლებიც ცალკეულმა ქვეყნებმა COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ გაატარეს, ესენია:

ესტონეთი - დროებით შეჩერდა მოქალაქეთა საპენსიო შენატანების განხორციელება;უმუშევრობის დაზღვევის ფონდი გაფართოვდა.

პოლონეთი - უმუშევრობის დახმარების კომპენსაცია დროებით შემოსავლის გარეშე დარჩენილი პირებისთვის; ერთჯერადი კომპენსაციების დარიგება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის.

ლატვია - ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულ სექტორებში დასაქმებული პირებისთვის ხელფასის 75%-ის ოდენობის დახმარების მიცემა (ლიმიტი 700 ევრო), დახმარება ყოველთვიურია. ამ პირების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან.

სერბეთი - ქვეყნის ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის 100 ევროს ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარების გადახდა. სახელფასო მინიმუმის ოდენობის სუბსიდიების გაცემა 3 თვის ვადით მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ყველა პირისთვის. მინიმალური ხელფასის ნახევრის ოდენობის კომპენსაციის გადახდა მსხვილ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის.

ბულგარეთი - მოწყვლად სექტორებში დასაქმებულთათვის მთავრობის მიერ ხელფასის 60%-ის ოდენობის სუბსიდიის გადახდა. ბიზნესისთვის მთელი რიგი დასახალების გადასახადების გადავადება.

ალბანეთი - მთავრობა მინიმალური ხელფასის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც COVID-19-ის გამო შეჩერდა. სოციალური დახმარების გასაცემლების გაორმაგება.

ჰონგ-კონგი - ქვეყნის 7 მილიონი მაცხოვრებლისთვის ერთჯერადი 165 დოლარის კომპენსაციის გაკეთება, ქვეყნის 1.33 მილიონი პენსიონერისთვის ერთჯერადი (მეცამეტე) პენსიის გადახდა.

ავსტრალია - ქვეყნის 6.5 მილიონი დაბალშემოსავლიანი მოქალაქისთვის 750 ავსტრალიური დოლარის (431 აშშ დოლარის) ოდენობის კომპენსაციის გადახდა.

ახალი ზელნადია - 2020-2024 წლებში ყოველწლიურად, მოქალაქეთა სოციალური დახმარების გაზრდა. სახელფასო სუბსიდიები ყველა სექტორისთვის, რომელზეც COVID-19-მა იქონია გავლენა. ასევე ანაზღაურებადი შვებულება თვით-იზოლაციისთვის.

სინგაპური - 21 წელზე უფროსი ყველა სინგაპურელი მიიღებს ერთჯერად ფულად ტრანსფერს, რაც მათი შემოსავლის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ტრანსფერი 205-დან 61 დოლარამდე მოცულობისაა. ოჯახები, რომელთაც შვილები ან ხანდაზმული მშობლები ყავთ დამატებით მიიღებენ 61 დოლარის დახმარებას. ტაქსის მძღოლები სახელმწიფოსგან მიიღებენ მომდევნო სამი თვის განმავლობაში დღეში 13.7 დოლარის კომპენსაციას. მთავრობა ასევე დააფინანსებს მოქალაქეთათვის სახელფასო ზრდას.

აშშ - პირდაპირი ფულადი კომპენსაცია 1,200 დოლარის ოდენობით იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლიურად 75,000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ხოლო ოჯახში თითოეულ არასრულწლოვანზე დამატებით კომპენსაცია 500 დოლარია. ასევე დაწესდა საგადახადო შეღავათები, გაფართოვდა უმუშევრობის ბენეფიტების სისტემა.