მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

624e92e36ded0
BM.GE
07.04.22 11:32
735
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო ქმედებების გამო ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც CNN უწყებაზე დაყრდნობით წერს, მათ ქვეყანა არაუგვიანეს 12 აპრილამდე უნდა დატოვონ.

დიპლომატებიდან სამი ვენაში რუსეთის საელჩოს, ხოლო მეოთხე ზალცბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი იყო.

აღსანიშნია, რომ რუსი დიპლომატები რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ  გასულ კვირასაც გააძევა, მათ შორისაა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და შვედეთი.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება "აუცილებლად გამოიწვევს საპასუხო ნაბიჯებს".