14.მარტი.2019 20:34
ეკონომიკა

„ესტონური მოდელის“ დაზღვევის ინდუსტრიაზე გავრცელება, კომპანიებს განვითარებაში დაეხმარება“

„ესტონური მოდელის“ დაზღვევის ინდუსტრიაზე გავრცელება, კომპანიებს განვითარებაში დაეხმარება“
“ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის განცხადებით, მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელის“ დაზღვევის ინდუსტრიაზე გავრცელება სადაზღვევო კომპანიების განვითარებას ხელს შეუწყობს.

როგორც პაატა ლომაძე აცხადებს, ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ გარკვეული თანხები კომპანიაში დარჩება და გადასახადების გადახდაზე არ იქნება მიმართული.

ლომაძის თქმით, ესტონურ მოდელში სადაზღვევოების ჩართვა გრძელვადიანი პროქტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ესტონური მოდელი სადაზღვევო კომპანიებზე გავრცელდება, რადგან ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია კარგად არაა განვითარებული; ამდენად, იმისათვის რომ ბიძგი მიეცეს ამ ინდუსტრიის განვითარებას, კარგი იქნება თუ გარკვეული თანხები დარჩება კომპანიებში და მიემართება გრძელვადიან პროექტებზე“, - აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე

24.მაისი.2019 00:20
56

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
100

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
612

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
91

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
150

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად