მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეტაპობრივი გახსნა შესაძლოა, უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე დაანონსებულია - გახარია

60126750c7108
ინგა მურუსიძე
28.01.21 11:28
756
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუკი კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემით შენარჩუნდება(4%), შესაძლოა, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე დაანონსებულია.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, ეს ეხება პირველ რიგში ქუთაისს, თბილისს და რუსთავს.

„ეტაპობრივი გახსნის დაჩქარება პირველ რიგში შეეხება ჩვენს ბავშვებს, რომ მათ სწავლა კლასებში გააგრძელონ. ამას დაემატება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მიღწევის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, 2-3-4-5 ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. გახარიას შეფასებით, მთავრობამ ნაბიჯები ფრთხილად უნდა გადადგას.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 850 ტესტი, რომლის შედეგად 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პირი;723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 121 , ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 52, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.