მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ethereum-ის ფასი 8%-ით გაიზარდა და $2 587 შეადგინა

60b4f5cd6cc66
ნათია თაქთაქიშვილი
31.05.21 22:38
755
კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასი 8%-ით გაიზარდა და 2,587 აშშ დოლარი შეადგინა. 8%-იანი ზრდის მიუხედავად კრიპტოვალუტის ღირებულება გასულ თვესთან შედარებით 40%-ით არის შემცირებული. გასულ თვეს Ethereum-ის ფასი 4,300 აშშ დოლარს უტოლდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რაც შეეხება მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონკურენტ ბიტკოინს, მისი ფასი 3.7%-ით გაიზარდა და  36,977 აშშ დოლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვესთან შედარებით ბიტკოინის ფასმა 35%-ით დაიკლო, კრიპტოვალუტა გასულ კვირას დიდი რყევებით არ ხასიათდებოდა. ეს კლება კი იმ წნეხს უკავშირდება, რომელსაც მარეგულირებელი ორგანოები კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აწესებენ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტით ტრანზაქციებზე გარკვეული აკრძალვები დააწესა. მათი თქმით, კრიპტოვალუტა ფულის გასათეთრებლად გამოიყენება.