მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის მე-20 დღე: „უკრაინის თავდაცვის ძალების მდგომარეობა და ხასიათი უცვლელია“

6230348d8f293
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.22 10:40
3865
რუსეთ-უკრაინის ომის მე-20 დღისთვის, რუსეთის ჯარები თავის დანაკარგს დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ტერიტორიიდან მოსახლეობის ხარჯზე ავსებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 16 მარტის დილის 6 საათისთვის თავდაცვის ძალების მოქმედებასა და მდგომარეობაში არსებითი ცვლილებები არ ყოფილა. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის საბრძოლო დაჯგუფებებსა და მათ საბაზო ინფრასტრუქტურას დამანგრეველს დარტყმებს აყენებენ.

დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა 2 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, გამანადგურებლით ჩამოგდებული იყო ფრთოსანი რაკეტა.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დაჯგუფებებს, რომლებიც თავდასხმის ოპერაციას ასრულებენ, არსებითი წარმატება ნებისმიერი მიმართულებით არ ჰქონიათ. ძირითადი ძალების მობილიზება არსებული საზღვრების შენარჩუნებისთვის გრძელდება.

მტერი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმას აგრძელებს, უკრაინის დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე არსებულ ჯანდაცვის დაწესებულებებს პირადი შემადგენლობის სამკურნალოდ იყენებს. ამასთან, დამპყრობლები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებას საცეცხლე პოზიციების, იარაღის და სამხედრო ტექნიკის შესანახად.

გენშტაბის მონაცემებით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოქმედების უზრუნველყოფის არარსებობის გამო, რუსმა სამხედროებმა კომუნალური სფეროში დასაქმებულების მობილიზება შეაჩერეს.

მოწინააღმდეგის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალ დონეზე რჩება, რაც რუსი სამხედროების მიერ ხელმძღვანელობის ბრძანებების შეუსრულებლობის მიზეზი ხდება.

ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ ლუგანსკის ტერიტორიაზე მობილიზებული მოსახლეობა რუსული ჯარების დანაკარგის შესავსებად მიემართება. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მარიუპოლის ხელში ჩაგდებას ცდილობს. უკრაინის დამცველებმა დამპყრობლის შეტევა წარმატებით მოიგერიეს. მტრის საერთო დანაკარგი 150 ადამიანი, 2 ტანკი, 7 საბრძოლო მანქანა და ერთი ჯავშანტრანსპორტიორია.

მიღებული ზიანის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდასხმის მოქმედებები და მტრის კოლონების სამარშრუტო გადაადგილება შეაჩერეს.

გენშტაბის მონაცემების მიხედვით, საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ 12 ერთეული საავტომობილო ტექნიკა განადგურდა. დანაკარგი ასევე 336-ე ცალკეული ბრიგადის და მე-11 სადესანტო ბრიგადის ტაქტიკური დაჯგუფებების ბატალიონებმა განიცადეს.

შავის ზღვის და აზოვის საოპერაციო ზონებში მომზადების ნიშნები საზღვაო სადესანტო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღმოჩენილი არ არის.