მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU: არ ვცნობთ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს

5e787556f025c
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.20 15:43
1806
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრეს-სპიკერმა აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ გაერთიანება სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. 

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც იგი გაიმართა.

ევროკავშირი გააგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია,"- ნათქვამია EU-ს სპიკერის განცხადებაში. 

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 22 მარტს მაინც გაიმართა, წინასწარი შედეგებით, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.