მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital: ახალი იპოთეკური სესხების გაცემა გააქტიურებულია

61322dc618cef
შოთა ტყეშელაშვილი
03.09.21 20:00
785
TBC Capital-მა ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წელს ახალი იპოთეკური სესხების გაცემის ტემპი არამხოლოდ - 2020, არამედ 2019 წელთან შედარებითაც გააქტიურებულია. 

"2019 წელთან შედარებით ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდამ 85% შეადგინა, რაც მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს წინა თვესთან შედარებით," - ნათქვამია მიმოხილვაში.

იპოთეკური სესხების გაცემას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ოჯახებს, რომელთაც ახალშობილი შეეძინებათ მთავრობის მიერ თანადაფინანსებული იპოთეკური სესხის მოთხოვნის უფლება ექნებათ. პროგრამა 2 სექტემბრიდან ამოქმედდა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ოჯახებს/მოქალქეებს, თუ მათ სესხის აღების მომენტში:

ჰყავთ 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.