ევროკავშირმა აზერბაიჯანთან გაზის იმპორტის საკითხზე მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება ევროკავშირისთვის 2027 წლისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა 2022 წლის მოლოდინით კი, ეს მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სამხრეთის გაზის კორიდორის ნაწილია სამხრეთ კავკასიური მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით აკავშირებს თურქეთთან და შემდეგ ევროპასთან. გაზსადენის 51%-ს - აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო 49%-ს SOCAR-ი ფლობს.
ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი "საქმის კურსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპისთვის გაზის გაზრდილი მოცულობა საქართველოსთვის უფრო მეტ იაფ გაზს ნიშნავს.
"ამ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველო დამატებით მოცულობით გაზს მიიღებს შეღავათიან ფასად. ასევე, ევროპისა და აშშ-სთვის მნიშვნელოვანი იქნება, საქართველო საკუთარ პარტნიორად იხილონ. ეს ასევე ჩვენი სამომავლო ევროინტეგრაციისთვის დიდი პლიუსია. ჩემი ინფორმაციით, ევროპას სურს კასპიის ზღვაზე გარკვეული გავლენა ჰქონდეს, თუნდაც ისეთ ქვეყნებზე როგორებიცაა ყაზახეთი, თურქმენეთი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატია ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
ევროკავშირს ესმის, რომ რუსეთმა თუ ამ ქვეყნების ენერგორესურსები ხელში ჩაიგდო, ფინანსურად და ეკონომიკურადაც უფრო ძლიერი ხდება. ამ ვითარებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობა ევროპისთვის მნიშვნელოვანი ხდება”, - აცხადებს მამათელაშვილი BMG-ის ეთერში.
რა სარგებელს მოუტანს გაზის იმპორტის ზრდაზე EU-აზერბაიჯანის შეთანხმება საქართველოს?
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი