მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU ბეირუთისთვის 33 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს

5f2c0888855d5
ნათია თაქთაქიშვილი
06.08.20 20:00
784
ევროკავშირი ბეირუთისთვის 33 მილიონი ევროს გამოყოფას განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ლიბანის პრემიერ-მინისტრს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას ec.europa.eu ავრცელებს.

როგორც ევროკომისიაში განაცხადეს, ეს დახმარება ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ლიბანისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხსაც შეისწავლის და ასევე გეგმავს ბეირუთში ათობით სპეციალისტი და ექსპერტი გააგზავნოს აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესასწავლად.

შეგახსენებთ, რომ ბერუთში პორტის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავდა 5,000 ადამიანი, ამასთანავე 250,000-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.