ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბუნებრივი აირის ფასის ლიმიტის დაწესების საკითხზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრები ევროპული გაზის ბენჩმარკზე - Dutch TTF-ზე 180-ევროიანი ჭერის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით 191 დოლარის ეკვივალენტია.
ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება ევროპულ ენერგეტიკულ ბირჟაზე 108 ევროს შეადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აგვისტოში მისი ფასი 340 ევროს აღწევდა, რაც რუსული ენერგოკომპანიის, Gazprom-ის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული.
გასათვალისწინებელია, რომ Dutch TTF-ის საშუალო ფასი ათწლიან ჭრილში 10-20 ევროს ფარგლებშია, შესაბამისად, მისი ღირებულება წელს პრაქტიკულად გაათმაგებულია, რაც სწორედ რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული.
გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირი ფასის ლიმიტს არა უშუალოდ რუსული წარმოშობის გაზზე, არამედ თავად ევროპულ ბენჩმარკზე აწესებს. კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი დროებითია და კრიზისის გადალახვის შემდეგ ის მოიხსნება, ბირჟა კი ისევ დაუბრუნდება საბაზრო პრინციპებს. ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი-საათი ბუნებრივი აირის 180 ევროზე ძვირად გაყიდვა აიკრძალება, შესაბამისად, ყველა მიმწოდებელი იძულებული იქნება ამ ზღვარს მოერგოს.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საერთაშორისო საბაზრო პრინციპებთან და ნებისმიერი სახის ფასის ლიმიტი, იქნება ეს რუსულ თუ ევროპულ გაზზე - მიუღებელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი