მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU: ჩვენ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს პროგრესი სასამართლოს, დემოკრატიისა და მმართველობით რეფორმებში

616fd8c254410
შოთა ტყეშელაშვილი
20.10.21 12:55
557
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლორენს მერედიტმა, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აუცილებელია, ქვეყანამ აჩვენოს მკაფიო პროგრესი კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართულებით.

“ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ინვესტიციებზე, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე მმართველობის თვალსაზრისით რეფორმების გატარება. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი, სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებით და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებით.

ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ამ მხრივ რეფორმები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საარსებო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და, საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად", - განაცხადა ლორენს მერედიტმა.

მერედიტმა ისაუბრა ევროკავშირის დახმარებაზე, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისკენ და რეგიონებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული.

"ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ზოგჯერ ეს არის 5-ჯერ, 10- ჯერ განსხვავებული. ამიტომ ელჩ ჰარცელთან ერთად იმერეთის გავლით წავალთ აჭარაში და ვეწვევით ევროკავშირის პროექტის ბენეფიციარებს, რომ განვიხილოთ ჩვენი სხვადასხვა პროექტი. საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან და ჩვენ მიერ გაწეული დახმარება იქნება საკეთილდღეო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა ლორენს მერედიტმა.