მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ყოფილი მრჩეველი 2023 წელსაც ეკონომიკის 10-12-%-ით ზრდას ელის

6388b9997aeaa
თელარა გელანტია
01.12.22 22:50
915
პრემიერ-მინისტრის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი 2023 წელს საქართველოში ისევ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ სოსო ტყემალაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა. ყოფილი მრჩეველი ირწმუნება, რომ წლევანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.



- სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომმა „დაბუსტა“ საქართველოს ეკონომიკა და ამ ომს ჰქონდა ე.წ. დადებითი შოკის ეფექტი... შემდეგი წლიდან კი, პროგნოზების თანახმად, ვუბრუნდებით 4-5%-იან ზრდის ტემპს, რაც პანდემიამდე გვქონდა...

- ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო ნაბიჯების ჯამი. მათ შორისაა ის ფაქტორები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები...

- ხომ არ დაგითვლიათ, ათ თვეში 10%-იან ეკონომიკურ ზრდაში რა წვლილი აქვს მთავრობას?

- მაგალითად, თუ ყოფილა ოდესმე, რომ სახელმწიფო ქონების სააგენტოს ბიუჯეტი გაიზარდა 500 მილიონამდე და მათ ეს ბიუჯეტი შეასრულეს?! - 500 მილიონის ქონება გაიყიდა. გაყიდული ქონება კი ნიშნავს იმას, რომ ბიზნესმა მოახდინა ინვესტირება, ფული „გაცოცხლდა“, პროექტირება დაიწყო და ა.შ. გაიზარდა წიაღის ბიუჯეტი; ასევე, ზრდაა სოფლის მეურნეობა - 5 წლის წინ ჩაყრილი ნერგები ახლა შვეიდა მსხმოიარობაში და მზარდ ექსპორტს ყველა ხედავს... ასევე, კარგი ათვისებაა დანარჩენ სამინისტროებში. იმ ფაქტორებს <რუსეთ-უკრაინის ომი> ეს დაემატა და მივიღეთ ეს შედეგი.

- მთავარი მაინც იყო ომის ფაქტორი?! რადგან თუ მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ორნიშნა ზრდა, მაშინ შემდეგ წლებშიც ორნიშნა თუ არა, შედარებით მაღალი ზრდა უნდა გვქონდეს, არადა IMF 4%-იან ზრდას ელის 2023 წელს... მთავრობა - 5%-იანს...

- მთავრობას ყოველთვის მოზომილად გეგმავს, ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მე გეუბნებით, რომ შემდეგ წელს გაცილებით მეტი გვაქვს ზრდის პოტენცალი და გეტყვით, რატომ - იგეგმება საექსპორტო პროდუქტების უფრო მეტად ზრდა. ქართული ბიზნესწრეები გაიზარდნენ წარმოებაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. თუ მშვიდობის დამრღვევი რაიმე სხვა ფაქტორი არ იყო, ვთვლი რომ შემდეგ წელს ეკონომიკის სულ მცირე 10-12-%-იანი ზრდა უნდა იყოს. ჩვენ ამის ყველა წინაპირობა გვაქვს, რადგან საქართველო რამდენადაც აჩვენებს მდგრადობას, მით მეტად ინტერესდებიან ინვეტსორები. მერწმუნეთ, დიდი ინვესტორების შემოსვლის დრო მომწიფდა და ჩვენ მათ 2023 წელს ვიხილავთ.