Forbes-ის 30 წლამდელთა ლიდერებს შორის, ტექნოლოგიების კატეგორიაში გამარჯვებული კონსტანტინე ჭეიშვილი, რომელიც დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორანტი და გამოყენებითი ფიზიკის მიმართულების მკვლევარია, "საქმიანი დილის’’ ეთერში საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად მისი საქმიანობა ჰოლანდიაში სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარებითა და საუნივერსიტეტო სამუშაოებით შემოიფარგლება.
მისივე ცნობით, ერთ-ერთი კვლევა, რომელშიც ამჟამად აქტიურადაა ჩართული, იყენებს ოპტიკურ კოჰერენტულ ტომოგრაფიას, იგივე OST-ს, რომელიც სხვადასხვა სითხეებში, მაგალითად კოვიდ ვაქცინებში, მცირე ნაწილაკების ზომაზე დაკვირვებასა და ვაქცინის ხარისხის შემოწმებას გულისხმობს.
"უკვე ორ წელზე მეტია, რაც ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ჩემი საქმიანობის სფერო არის ოპტიკა, რისი ძირითადი ნაწილიც ექსპერიმენტების ჩატარებას, შედეგების ანალიზს და შემდეგ უკვე ინტერპრეტაციას მოიცავს, ამას გარდა სწავლის პროცესშიც ჩართული ვარ, რაშიც სემინარების ჩატარება, საბაკალვრო და სამაგისტრო პროექტების ზედამხედველობა შედის.
ჩვენი კვლევის ფარგლებში ვიყენებთ ოპტიკურ კოჰერენტულ ტომოგრაფიას, იგივე OST-ს, რომელიც ბევრი მიმართულებით გამოიყენება, განსაკუთრებით კი ფარმაცევტულ და სამედიცინო სფეროებში, ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სხვადასხვა სითხეებში, მაგალითად კოვიდ ვაქცინებში, მცირე ნაწილაკების გაზომვაზე, OST კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვაქცინის წარმოების პროცესში ამ ნაწილაკების ზომა და შესაბამისად ვაქცინის ხარისხიც ვაკონტროლოთ. საქართველოში ამ ტექნიკით კვლევები არ ტარდება, თუმცა, აქტიურად გამოიყენება ოფთამოლოგიაში, სხვადასხვა თვალის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის", - განაცხადა კონსტანტინე ჭეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე ჭეიშვილმა გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან მიღებულ რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა, სადაც სამხრეთ კავკასიაში პირველ კომპანიაში, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილაკებს აწრმოებს, დასაქმდა და ამ კომპანიაში წარმოებული ნაწილები მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთმა უდიდესმა ავია კომპანიამაც შეიძინა.
"საქმიანი დილის" ეთერში ჭეიშვილმა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს საავიაციო პროდუქციის წარმოების პოტენციალსა და მისი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრა.
"ჩვენი მდებარეობიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოს საავიაციო პროდუქციის წარმოების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მხოლოდ გეოგრაფია საკმარისი არ არის. თუ საქართველო რეგიონში საავიაციო ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევას შეძლებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების მიმართ დაინტერესება უფრო გაიზრდება. ჩვენ უნდა გვყავდეს მსხვილი ავიაკომპანიები, რომლებიც თანამედროვე თვითმფრინავებს შეიძენენ და ამის ხარჯზე საქართველოში მსგავსი პროექტები უფრო მეტად წამოვა.
მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის კონკურენცია, როცა მინიმუმ რამდენიმე ასეთი ტიპის კომპანია იქნება, ეს, რა თქმა უნდა, კონკურენციასაც გაზრდის, რაც კვალიფიციურ ინჟინრებზე მოთხოვნასაც აამაღლებს და მათ ანაზღაურებასაც. ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ კონკურენციის და მოთხოვნის ნაკლებობაა, რაც ამ სფეროს განვითარებას აფერხებს", - აცხადებს კონსტანტინე ჭეიშვილი.
Forbes #30under30-ის გამარჯვებული სამომავლო გეგმებსაც განიხილავს და ყვება, რომ 2023 წელს სან-ფრანცისკოში, ტექნოლოგიურ ღონისძიება ფონოტიკ ვესტ 2023-ზეა მიწვეული, სადაც სხვადასხვა მკვლევარების ნაშრომებს გაეცნობა, მათ მეთოდებს და მიგნებებს უფრო მეტად დააკვირდება და ასევე, საკუთარ კვლევებს უფრო ფართო აუდიტორიას გააცნობს, რაც სამომავლო პერსპექტივას გაზრდის და შესაძლოა, გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო დონეზე უფრო მეტი ჩართულობაც მიიღოს.
რაც შეეხება Forbes-ის აღიარებას, ამ ფაქტს კონსტანტინე ჭეიშვილი ახასიათებს როგორც მოტივაციის გაზრდას და სამომავლო საქმიანობაში ხელშეწყობას.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ კონსტანტინე ჭეიშვილმა სწავლა იაკობსის ბრემენის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე გააგრძელა, პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით კი ფრიდრიხ ლურსენის გემთმშენებლ კომპანიაში მოხვდა, შემდეგ, სამაგისტრო პროგრამის სწავლასთან ერთად ფორმულა ერთის საუნივერსიტეტო გუნდში გაწევრიანდა და გუნდთან ერთად ელექტრომანქანა დააპროექტა, შექმნა, რომელმაც ფორმულა ერთის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ყველა შეჯიბრში გაიმარჯვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი