მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პლასტფორმ გრუპი“ ე.წ. საჩითილე კასეტების წარმოებას იწყებს

633af466dc126
მარიამ იზორია
04.10.22 10:14
635
„პლასტფორმ გრუპი“ ე.წ. საჩითილე კასეტების წარმოებას იწყებს. კომპანია ექვს სხვადასხვა ფორმის საჩითილეს დაამზადებს, რომლებიც ფერმერებისთვის სასურველ კულტურებს მოერგება.

კომპანიის დირექტორი მამუკა ვარდოშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, რომ წარმოების ახალი მიმართულების განვითარებისთვის ორი დანადგარი შემოიტანეს.

მისივე თქმით, წარმოება მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.

„ე.წ საჩითილე კასეტების წარმოება დღემდე საქართველოში არ არის, ეს ჩვენი კომპანიის ინოვაციური პროექტია. აქამდე საჩითილე კასეტების წარმოება თურქეთში მიმდინარეობდა და საქართველოში მისი მხოლოდ იმპორტი ხდებოდა. წარმოებას დეკემბრიდან დავიწყებთ და ფერმერებს მათთვის სასურველ პროდუქტს შევთავაზებთ“, - აღნიშნავს „პლასტფორმ გრუპის“ დირექტორი.

ინფორმაციისთვის: „პლასტფორმ გრუპი“ $250 000 ინვესტიციით 2021 წელს დაფუძნდა. კომპანია 2022 წლიდან ხილისა და ბოსტნეულისთვის პლასტმასის ყუთების წარმოებით არის დაკავებული. საწარმოს ძირითადი მიმართულება ექსპორტია და პროდუქციის 80% სწორედ ქვეყნის გარეთ, ძირითადად სომხეთის მიმართულებით გადის.

„პლასტფორმ გრუპის“ წარმადობა დღეში 4500-მდე ყუთია.

ცნობისთვის: კომპანიამ პროგრამა „თიბისი სტარტაპერის“ მხარდაჭერით ისარგებლა. პროგრამით მოზიდული ინვესტიცია „პლასტფორმ გურპმა“ ნედლეულის შესყიდვას მოახმარა.