მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს 1.5 წელია თავმჯდომარე არ ჰყავს

60d313e89aae6
თელარა გელანტია
23.06.21 15:29
2597
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს 1.5 წელია, რაც თავმჯდომარე არ ჰყავს.

საქმე ისაა, რომ 2019 წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია პოსტიდან მოხსნა, სსიპ-ს ხელმძღვანელი არ ჰყავს და თავმჯდომარის მოვალეობას ნატალია მოწონელიძე ასრულებს.

ცნობისთვის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. სწორედ მთავრობის მეთაური ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარეს.

შეგახსენებთ: საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ, რომელიც 2019 წლის თებერვლიდან ამუშავდა, $524 მილიონის PPP პროექტი დაამუშავა. კერძოდ, 2019 წელს სააგენტომ - $338 მილიონის, 2020 წელს კი - $186 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირება განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ პროექტები სრულად ენერგეტიკის სექტორს მოიცავს, დომინანტი კი ჰიდროენერგეტიკაა.

როგორც bm.ge-ის PPP სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნატალია მოწონელიძემ რამდენიმე კვირის წინ განუცხადა, $524 მილიონის საინვესტიციო ღირებულების PPP პროექტიდან, ჯერჯერობით, არცერთის განხორციელება არ დაწყებულა.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ფუნქციაა, შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება - ასეთი უფლებამოსილი ორგანო კი შეიძლება იყოს სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, ასევე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო.