მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დაწყებიდან დღემდე კიევში 757 ბავშვი დაიბადა

6234937509482
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 18:20
1235
რუსეთ-უკრაინის ომის 22 დღის განმავლობაში კიევში 757 ბავშვი დაიბადა. ინფორმაცია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ნიკოლაი პოვოროზნიკმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქედან 403 ბიჭი და 354 გოგოა. მათ შორის 13 ტყუპია.

Unian-ის ცნობით, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 18 მარტისთვის 109 ბავშვი გარდაიცვალა, 130 კი დაჭრილია. ბავშვების გარდაცვალების გამო, ლვოვში მოსახლეობა აქციას მართავს, რომლის მიზანი რუსეთის სასტიკ დანაშაულზე ყურადღების მიპყრობაა.