მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელახლა გახსნას გეგმავს

625185b956d78
BM.GE
09.04.22 17:15
790
ევროკავშირი უკრაინის დედაქალაქ კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელახლა გახსნას გეგმავს. როგორც Reuters-ი წერს, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი უკრაინაში მათი მაასიკასი გუშინ ქვეყანას ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ერთად ეწვია და ის კიევში წარმომადგენლობის გასახსნელად დარჩება.

ევროკავშირის დელეგაცია კიევიდან პოლონეთში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაიყვანეს.

საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობის დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს ევროკავშირის ურთიერთობას უკრაინის მთავრობასთან და უკრაინის მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.