მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაფარავს სრულად "Credit Suisse-ის ვალს საპარტნიორო ფონდი?

5efa05a8f0681
თელარა გელანტია
30.06.20 09:45
1361
"Credit Suisse“-გან აღებული 150 მლნ აშშ დოლარის სესხი კაბალურია, რაც რესტრუქტურიზაციის საშუალებას არ იძლევა“ - ეს განცხადება საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავით საგანელიძე 2019 წლის მაისში პარლამენტში გააკეთა. მოგვიანებით კი, საჯარო გახდა 2019 წლის თებერვალში, ეკონომიკის სამინისტროს დავალებით მომზადებული პრეზენტაცია, სადაც ეწერა, რომ "საპარტნიორო ფონდი" ყველაზე მეტი წნეხის ქვეშ სწორედ 2019 წლის სექტემბერში იქნებოდა, რადგან შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ისთვის ვალის დაბრუნდება უწევდა.

გასულ კვირას „Forbes კვირამ“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ინტერვიუ ჩაწერა, რა დროსაც გიორგი დანელიას კითხვა აღნიშნულ საკრედიტო ხაზზეც დაუსვა. როგორც გაირკვა, 2019 წელს ფონდს Credit Suisse-ის ვალი არ დაუფარავს და ბოლო გადახდა წელს უწევთ.

„კრედიტის მომსახურება წელს უნდა დავასრულოთ. კოვიდის გლობალური პრობლემების გამო, მათაც აქვთ გარკვეული რესტრუქტურიზაცია და შეიძლება, მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს უფრო ნაკლები ტვირთი იყოს ჩვენთვის, ისე ბოლო გადახდა წელს გვიწევს“, - აღნიშნა მან.

„Forbes კვირის“ კითხვაზე - რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა აღნიშნული სესხის აღება, გიორგი დანელიამ თქვა, რომ, რომ არა აღნიშნული კრედიტი, საპარტნიორო ფონდს მსხვილი პროექტების დაფინანსება გაუჭირდებოდა.

„ეს თანხა ძირითადად გამოვიყენეთ მსხვილი პროექტების დასაფინანსებლად, როგორიცაა გარდაბნის თბოსადგურის, ასევე, „ელბიტის“ პროექტი. ვფიქრობ, ეს თანხა იმ მომენტში საკმაოდ მნიშვნელოვანი წყარო იყო ჩვენთვის. სხვა შემთხვევაში ალბათ გაგვიჭირდებოდა ამხელა პროექტების დაფინანსება“, - აღნიშნა საგანელიძის მოადგილემ.