მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ რუსეთის გაყინული რეზერვების უკრაინის აღსადგენად გამოყენება უნდა განიხილოს - ბორელი

6278c172a89f8
მარიამ ვარადაშვილი
09.05.22 11:40
617

ევროკავშირმა რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვების უკრაინის აღსადგენად გამოყენება უნდა განიხილოს.

ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა  Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის გაყინული მილიარდობით დოლარის უცხოური სავალუტო რეზერვები უკრაინის აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს.

მისივე თქმით, ის მსგავს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს, დაახლოებით, 315 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოური ვალუტის რეზერვები გაუყინეს. აპრილში რუსეთის ცენტრალური ბანკი აშშ-სა და ევროკავშირს სამართლებრივი დავის დაწყებით დაემუქრა თუ ისინი უცხოურ სავალუტო რეზერვებსა და ოქროზე რუსეთს წვდომას არ აღუდგენდა.