ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ეკონომიკური სანქციები მიიღო. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სანქციის თანახმად, 12 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე ევროს გაგზავნა/შეტანა სრულად აიკრძალა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში რუსეთში ევროს პირდაპირი მნიშვნელობით "დეფიციტი" იქნება.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ევროს მიწოდების აკრძალვა ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე კომერციულ ბანკებზე, ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის ცენტრალურ ბანკზეც.
აკრძალვა ძალაში 12 მარტიდან შევა და შედეგად, რუსეთის ეკონომიკაში ევროს ახალი ბანკნოტები აღარ მოხვდება.
ამავე სანქციების მიხედვით, რუსეთის მსხვილი ბანკები SWIFT-იდან გაითიშება, ესენია:
1. Bank Otkritie;
2. Novikombank;
3. Promsvyazbank;
4. Rossiya Bank;
5. Sovcombank;
6. VNESHECONOMBANK (VEB);
7. VTB BANK.
სანქციები ასევე კრძალავს რუსული სახელმწიფო მაუწყებლების RT-ისა და Sputnik-ის ეთერში გაშვებას და საქმიანობას.
პარალელურად, ეცემა რუსული რუბლის კურსი, ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 112 რუბლს შეადგენს, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებამდე კურსი 83 რუბლი იყო.
ამასთანავე, კაპიტალის კონტროლის ზომები შემოიღო თავად რუსეთის მთავრობამაც, რომელმაც მოქალაქეებს რუსეთიდან უცხოეთში ვალუტის გატანა შეუზღუდა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი