მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწია

62959f5683015
თათია კაკიაშვილი
31.05.22 10:04
1336

ევროკავშირის ლიდერები სანქციების მეექვსე პაკეტზე და რუსული ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვის გეგმაზე შეთანხმდნენ.

BBC
-ის ცნობით, შეთანხმება კომპრომისულია და ის უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს, კერძოდ, "დრუჟბას" მილსადენის სამხრეთ ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს ამარაგებს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას მანამ, სანამ ალტერნატიული წყაროები არ იქნება მოძიებული.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის განცხადებით, შეთანხმებით რუსული სამხედრო ტექნიკის "დაფინანსების უზარმაზარი წყარო" შეწყდება, წლის ბოლომდე კი იმპორტის 90%-ის შეზღუდვა იქნება შესაძლებელი. 

ეს არის ბრიუსელის სამიტზე დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი, რომელზეც 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმებულიყო. ევროკავშირი ასევე დათანხმდა სხვა ზომებზე, რომლებიც რუსეთის უმსხვილესი ბანკის - Sberbank-ის SWIFT-დან გარიცხვას და სამი სახელმწიფო მაუწყებლის შეზღუდვას გულისხმობს.