მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ თავი უნდა დაანებოს რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას - ევროკომისიის პრეზიდენტი

6223b1516d26e
BM.GE
05.03.22 22:55
951
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირმა აუცილებლად უნდა თქვას უარი რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებაზე. როგორც ფონ დერ ლაინი აღნიშნავს, ეს არის ყველაზე კრიტიკული ეკონომიკური საკითხი რუსეთთან მიმართებით.

“ყველაზე კრიტიკული საკითხი არის ენერგეტიკა. ერთი რამ არის ცხადი, EU-მ უნდა დაანებოს თავი რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას. ამისთვის გვჭირდება მოწოდების სისტემების დივერსიფიკაცია, უკეთესი ენერგოეფექტიანობა და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახლებად ენერგიაში. ესაა სტრატეგიული საკითხი არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ მსოფლიო კლიმატის თვალსაზრისითაც,”- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ესპანეთი, რომელიც ენერგეტიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად დგამს ნაბიჯებს, კარგი მაგალითია ამისთვის.

რუსეთი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, რომელზეც მთლიანი მოხმარების 40% მოდის.