მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თუშეთში საინფორმაციო ტური გამართა

60facbf8cf202
BM.GE
23.07.21 18:00
658
ხევსურეთის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტულ კომპანიებს თუშეთში უმასპინძლა.

ადმინისტრაციის ორგანიზებით თუშეთს 20-მდე ტურ-ოპერატორი ეწვია.

ტურის მონაწილეებმა ომალო, დიკლო, შენაქო, ბოჭონა, დოუჭუ, ვესტომთა, ვაკისძირი, ვერხოვანი, დართლო და ნაკლებად ცნობილი სხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს, ტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა რამდენიმე საფეხმავლო მარშრუტი გაიარეს, რომელთა საერთო სიგრძე 20 კმ-ზე მეტია. ტურ-ოპერატორებმა მაკრატლეას ქედი და ნაყაიჩოს უღელტეხილი დაათვალიერეს.

ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.