2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ასობით მილიონი ლარი პანდემიური ვითარებისთვის მართვისთვის დახარჯა. მათ შორის 120 მილიონ ლარამდე უშუალოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობაზე დაიხარჯა, ამ ფინანსური რესურსების განკარგვის შესახებ ხელშეკრულებები კი, ხშირად ტენდერების გარეშე ფორმდებოდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოვიდ 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების აუდიტს ჩაატარებს. ამასთანავე, ირკვევა, რომ ამ აუდიტის ჩატარება წინაპირობაა იმისთვის, რათა საქართველომ ევროკავშირიდან 15 მილიონი ევროს დახმარება მიიღოს.
"ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ხელშეკრულება 75 მლნ ევროს ოდენობით. დაფინანსების პირველი ნაწილი (60 მლნ ევრო) ქვეყანამ უკვე მიიღო, მეორე ნაწილს კი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და ევროკავშირს, საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე აუდიტების ჩატარების შემდგომ.
სახელმწიფო აუდიტორები აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეისწავლიან, კერძოდ:
ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისათვის განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი − აუდიტის მიზანია შეისწავლოს 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ პანდემიის საპასუხოდ შეძენილი საქონელი და მომსახურების (სამედიცინო აღჭურვილობა და მომსახურება) საკითხები;
საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი − აუდიტის შესწავლის საგანი იქნება კოვიდ-სასტუმროების მართვის საკითხი;
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი − პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებაზე. აუდიტის მიზანია შეისწავლოს აღნიშნული გავლენის შემსუბუქებისათვის გატარებული ღონისძიებები.
ამასთანავე, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე განიხილავს პანდემიის საპასუხოდ გატარებული სხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების შესწავლასაც. მათ შორის იქნება საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება, სადაც დაიფარება სკოლების მზაობისა და სასწავლო პროცესის გამართულობის საკითხები," - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აუდიტის სამსახური საგანგებო ხარჯების აუდიტს 2021 წელს ჩაატარებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?