მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს დახმარებაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ €75 მლნ დავკარგეთ - გახარია

613269a32ee3b
თამთა ჯიჯავაძე
03.09.21 22:27
1058
EU-ს დახმარებაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ €75 მლნ დავკარგეთ, - ამის შესახებ ექსპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველში“ განაცხადა.

ის გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმას და აღნიშნა, რომ საქართველოს სხვა ასეთი იაფი სესხი არ აქვს.

„ამ საკითხის ეკონომიკურ კონტექსტზე რომ ვისაუბროთ, ეს არის უაღრესად გრძელვადიანი ფული, დაახლოებით 25-30 წელი იქნება და უაღრესად დაბალი პროცენტით. იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური გრძელვადიანი ფული... ასეთი ტყუილები არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე რადგან უარი ვთქვით, ჩვენ მხოლოდ 75 მლნ ევრო დავკარგეთ. ყველას, ვისაც ეკონომიკა და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ესმის, კარგად იციან რომ ამ სესხზე კიდევ ბევრი სესხია მიბმული. ასევე, ასეთი იაფი სესხი ჩვენ სხვა არ გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ.